რამზან კადიროვი - ჯო ბაიდენს გროზნოში ვეპატიჟებით, ჩვენ ვუმკურნალებთ ან მინიმუმ შევეცდებით აღვუდგინოთ მეხსიერება

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს კაცობრიობისთვის საშიშს უწოდებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კადიროვმა სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ დაწერა.

„მართალი გითხრათ, ბაიდენი გაცილებით განათლებულ ადამიანად წარმომედგინა. ვფიქრობდი, რომ მას თავისი ფხიზელი შეხედულებები ჰქონდა დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობების გასავითარებლად. მე ვცდებოდი“, - წერს კადიროვი.

ის მიმართავს თეთრ სახლს მოწოდებით, „ყურადღებით ადევნონ თვალი ბაიდენს“.

„ერთმნიშვნელოვნად, ბაიდენს ესაჭიროება მკურნალობა და არა ქვეყნის მართვა. ადამიანმა, რომელმაც არ იცის, რა ჰქვია ამერიკის თავდაცვის მინისტრს, არ იცის ძალოვანი სტრუქტურების სახელწოდება, რეალურად საშიშია საზოგადოებისთვის. ვფიქრობდი, ის მხოლოდ ჩვენი საწინააღმდეგო სანქციებით იყო საშიში, მაგრამ როგორც ვრწმუნდებით, ბაიდენი მთელი კაცობრიობისთვის არის საშიში“, - წერს კადიროვი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ის სასანქციო სიაში შეიყვანა, კადიროვი ბაიდენს გროზნოში ეპატიჟება. „იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკული მედიცინა მის ავადმყოფობასთან გასამკლავებლად უძლურია, ვეპატიჟები აშშ-ის პრეზიდენტს გროზნოში - ჩვენ ვუმკურნალებთ ჯო ბაიდენს ან მინიმუმ შევეცდებით აღვუდგინოთ მეხსიერება“, - წერს კადიროვი.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის“. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია, ბაიდენმა უპასუხა : „დიახ“. აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს