ფეხბურთის ფედერაცია - ადამიანს, რომელსაც საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთი ექნება, „კომენდანტის საათი“ არ შეეხება

საქართველო - ესპანეთს შორის მატჩზე დამსწრებ პირებს, რომლებსაც ბილეთი ექნებათ, ე.წ. “კომენდანტის საათი“ არ შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ფედერაციის ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვის თაობაზე ინფორმაციას გაავრცელებენ. “ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებულ და სხვა ყველა საჭირო ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით ბილეთების გაყიდვა, უეფას რეკომენდაციით, ონლაინ რეჟიმში მოხდება. იმ ადამიანს, რომელსაც მატჩის ბილეთი ექნება, ავტომატურად იქნება სიაში და "კომენდანტის საათი" არ შეეხება, თუმცა მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებმა სახლში დაბრუნება 23:59-მდე უნდა მოახერხონ“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ფედერაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს გახდა ცნობილი, რომ გულშემატკივრებს 28 მარტს, დინამო არენაზე, საქართველოსა და ესპანეთს შორის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასწრება შეეძლებათ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს