სომხეთის ოპოზიცია მათ მიერვე მოთხოვნილ ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, თუ ხელისუფლებაში ნიკოლ ფაშინიანი და მისი გუნდი დარჩება

იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლ ფაშინიანი და მისი გუნდი ხელისუფლებაში დარჩება, სომხეთის ოპოზიცია გამოდის მოწოდებით, მოხდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების იგნორირება, რომელიც ქვეყნის პრემიერ - მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს დააანონსა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვაზგენ მანუკიანმა განაცხადა, რომელიც პრემიერ - მინისტრის პოსტზე ოპოზიციის კანდიდატია.

„ფაშინიანის განცხადება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის ჩაატარებს არჩევნებს. თუკი ეს მოხდება, მე არავითარ შემთხვევაში მონაწილეობას არ მივიღებ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არ დავუშვათ არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა მანუკიანმა.

მისი აზრით, არჩევნებზე დათანხმება არ შეიძლება, ვიდრე ხელისუფლებაში რჩებიან პრემიერი და მისი გუნდი.

„თუკი ნიკოლ ფაშინიანი გადადგება, მაგრამ ხელისუფლებაში დარჩება მისი გუნდი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არჩევნების ჩატარება, ხოლო თუ ფაშინიანი დარჩება - მითუმეტეს“, - განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა.

მისი ინფორმაციით, ამ თემაზე ოპოზიციას კონსულტაცია ჯერ არ გაუმართავს.

18 მარტს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არასტაბილური შიდა ვითარების გათვალისწინებით და ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაციის შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა