ეკატერინე ტიკარაძე - შემდეგი 24 საათი კრიტიკულად მნიშვნელოვანია - ექიმები ყველა დეტალზე შეჯერდნენ და იციან, რა პრეპარატული და სხვა მხარდაჭერა ესაჭიროება პაციენტს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 27 წლის ექთნის შემთხვევაში შემდეგი 24 საათი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მედიასთან ექიმების კონსილიუმის დასრულების შემდეგ განაცხადა, ექიმები ყველა დეტალზე შეჯერდნენ და მათ იციან, თუ რა პრეპარატული მხარდაჭერა ესაჭიროება პაციენტს.

„თუ საჭირო გახდება, შეტანილი იქნება შესაბამისი ცვლილებები. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ შემდეგი 24 საათი კრიტიკულად მნიშვნელოვანია პაციენტის დინამიკის განვითარებისთვის და უნდა დაველოდოთ შემდეგ მოვლენებს. ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, მაგრამ არა უიმედო.

ექიმების კონსილიუმი ტარდება იმ მიზნით, რომ მიღებულ იქნას ერთობლივი და შეჯერებული გადაწყვეტილება, ჯერ პირველ რიგში, არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და შემდეგ საუკეთესო გამოსავლებისთვის ღონისძიებების ჩასატარებლად. ამ ეტაპზე ექიმები ამ ყველა დეტალზე შეჯერდნენ და მათ იციან, თუ რა პრეპარატული და ასევე სხვა მხარდაჭერა ესაჭიროება პაციენტს, ისინი არიან საერთო აზრზე და მნიშვნელოვანია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. როგორც მოგახსენეთ, შემდეგი 24 საათი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პაციენტის დინამიკის განვითარებისთვის“, - განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, შეიკრიბება თუ არა 24 საათში ისევ კონსილიუმი, ტიკარაძე პასუხობს, რომ ეს თუ საჭირო გახდება, უფრო ადრეც შეიკრიბებიან.

„საჭიროების შემთხვევაში, კონსილიუმი შეიკრიბება უფრო ადრეც, ვინაიდან ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობს პაციენტის სიცოცხლის საუკეთესო გამოსავლების დასაცავად, მუდმივი კავშირის რეჟიმშია. ამ ეტაპზე პაციენტს საჭირო კვლევები უტარდება იმისათვის, რომ მოხდეს დაზუსტება ყველა იმ ქმედების, რომელიც შემდეგი 24 საათის განმავლობაში მას უნდა ჩაუტარდეს.

ჯანდაცვის სექტორი, როგორც ამ შემთხვევაში, ასევე სხვა შემთხვევაში, სრულიად მობილიზებულია, მათ აქვთ ყველა საჭირო პროტოკოლი იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა გართულება. ჩვენ ასევე მოგახსენეთ, რომ მსგავს შემთხვევებს არამხოლოდ ვაქცინაციის პერიოდში, სხვა პერიოდშიც აქვს ადგილი და საქართველოს სტატისტიკით ეს რიცხვი სხვადასხვა წლის ჭრილში 60-დან 80-მდე მერყეობს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა ექიმებმა გამოიყენონ ის არსებული უნარ-ჩვევები, რაც გააჩნიათ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს