გოჩა თევდორაძე - „ქართული ოცნება“ ვერ აღმოჩნდა მზად, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადაედგა იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელშიც თავად შეიყვანა ქვეყანა

„პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, დღევანდელი მოლაპარაკებების პროცესში „ქართული ოცნების“ მზაობა მხოლოდ მარტივ საკითხებს შეეხებოდა, რაც პოზიტიური ფიქრის საფუძველს აძლევდათ, თუმცა მმართველი გუნდი არცერთი მთავარი საკითხის გადასაწყვეტად არ აღმოჩნდა მზად.

როგორც თევდორაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, ოპოზიცია დღევანდელ მოლაპარაკებებში იყო კონსტრუქციული და „ქართულ ოცნებას“ რამდენიმეჯერ ვადამდელ არჩევნებამდე მისვლის შერბილებული ვარიანტები შესთავაზეს.

„სამწუხაროდ, დღეს „ქართული ოცნება“ ვერ აღმოჩნდა მზად, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადაედგა იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელშიც თავად შეიყვანა ქვეყანა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გააცნობიერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობაც ამ პროცესში და არ აღმოჩნდა მზად ასეთი მოლაპარაკებებისთვის. დღეს ჩვენ ვიყავით კონსტრუქციულები, გვქონდა სხვადასხვა შეთავაზება ხელისუფლების მიმართ და ვიყავით კონსენსუსითვის მზად, რამდენიმეჯერ შევთავაზეთ უფრო შერბილებული ვარიანტები იმისა, როგორ მივსულიყავით ვადამდელ არჩევნებამდე, თუნდაც გარკვეული დათქმებით. საინტერესოა რა გვაძლევდა 2 დღის განმავლობაში იმის საფუძველს, რომ გვესაუბრა, თითქოს გარკვეული პოზიტივი გვქონდა მოლაპარაკებების დროს. ამის საფუძველს გვაძლევდა, რომ ჩვენ დავიწყეთ საუბარი შედარებით მარტივი საკითხებით, როგორიც იყო საარჩევნო გარემო და თანმდევ პროცესად ითვლებოდა ჩვენთვის ვადამდელი არჩევნების შემდეგ. ამ საკითხებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მზაობა დეკლარირების დონეზე არსებობდა და გვაძლევდა პოზიტიური ფიქრის საფუძველს, მაგრამ დღეს ვნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა არცერთი მთავარი საკითხის რაიმე ფორმის გადასაწყვეტად მზად“, - აღნიშნა გოჩა თევდორაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა