არჩილ თალაკვაძე - როდესაც ერთი ხელით გთხოვენ, მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა არ იყოს და მეორე ხელით, დაავალე კონკრეტული დავალებაო, ეს ორმაგი სტანდარტია, რამაც ასევე ხელი შეუშალა შეთანხმებას

როდესაც ერთი ხელით გთხოვენ, რომ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა არ იყოს და მეორე ხელით გთხოვენ, რომ დაავალე მართლმსაჯულებას აი ეს კონკრეტული დავალებაო, ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი, რამაც ასევე ვფიქრობ, რომ ხელი შეუშალა ამ შეთანხმებას , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების საგანი შესაძლებელია გახდეს ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები.

"პოლიტიკური მართლმსაჯულება გახლავთ ის, როდესაც ოპოზიცია სთხოვს მმართველ პარტიას, რომ დავალება მისცეს მართლმსაჯულებას, ნიკა მელიას გათავისუფლებაზე მაგალითად - აი ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და როდესაც ერთი ხელით გთხოვენ, რომ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა არ იყოს და მეორე ხელით გთხოვენ, რომ დაავალე მართლმსაჯულებას აი ეს კონკრეტული დავალებაო, ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი, რამაც ასევე ვფიქრობ, რომ ხელი შეუშალა ამ შეთანხმებას და ეს იყო ოპოზიციის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

შეთანხმების საგანი შესაძლებელია გახდეს ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ის რეფორმები, რომლებიც დღეს ჩვენ განვიხილეთ და რაზეც პოზიციები პრაქტიკულად დაახლოებულია - ეს არის სასამართლოს რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვიმსჯელეთ და რომელიც არის არამხოლოდ რომელიმე პარტიის ინტერესებში, არამედ ყველას ინტერესებში. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის რაც სჭირდება საზოგადოებას და ქვეყანას, ოპოზიციაც იგივეს აცხადებს და თუ ისინი ამას გულწრფელად ამბობენ, მაშინ მოდით რაც ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება იმაზე დავაფუძნოთ ჩვენი შეთანხმება", - განაცხადა თალაკვაძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის,კრისტიან დანიელსონის მედიატორობით "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებული შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას შემდეგ მან ცალკე-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. 17 მარტს კი მისი მედიაციით "ქართული ოცნების" ლიდერებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა