არჩილ თალაკვაძე - ეს დრო არ იყო ტყუილად დაკარგული, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციები დაახლოებულია, თუ ოპოზიცია პრაგმატულად შეხედავს პროცესს, შეთანხმება მიღწევადია

ვფიქრობ, ჩვენ მოლაპარაკებების საკმარისი გამოცდილება მივიღეთ და ეს მოლაპარაკებები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობა იყო, იყო საქმიანი და პოზიციების დაახლოება მოხდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქართველოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ პარტნიორების ჩართულობით დიალოგი განაგრძოს და ბოლომდე მიიყვანოს.

„რამდენიმე ოპოზიციის წარმომადგენელმა აქ თქვა, რომ ყველაფერი გაუარესებისკენ მიდიოდა და სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა შეთანხმებაო, ხომ მოისმინეთ ეს განცხადება? მაინტერესებს, გახსოვთ თუ არა, ზუსტად იგივე ადაიანების შეფასებები, აქ როდესაც ბრიფინგები იყო, ყველა მათგანი ამბობდა, რომ მოლაპარაკებები წინ მიდის, პოზიციები დაახლოებულიაო. ისინი გამოთქვამდნენ პოზიტიურ მოლოდინებს შეთანხმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეს, როცა მათ თქვეს, რომ ვერაფერზე შეთანხმება ვერ მხოერხდა და „ქართულ ოცნებას“ ყველაფერზე ხისტი პოზიცია ჰქონდაო, ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად სანდო იყო ეს განცხადებები. ჩვენ ასეთი არათანმიმდევრული განცხადებები არ გაგვიკეთებია. ვიმეორებ დანიელსონის შეფასებას, რომ ეს პროცესი, ეს დრო არ იყო დაკარგული ტყუილად, საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციები დაახლოებულია და თუ ოპოზიცია მომავალში პრაგმატულად, სამართლიანად შეხედავს პროცესს და წინა პლანზე დააყენებს იმას, რაც საქართველოს და ხალხს ჭირდება და არა იმას, რაც ერთ და ორ პარტიას აინტერესებს, ვფიქრობ, შეთანხმება მიღწევდადია.

საქართველოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისთის, რომ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით დიალოგი განაგრძოს და მიიყვანოს ბოლომდე. ასეთი პლატფორმა შეიძლება იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების ფასილიტაცია, შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული დიალოგის პლატფორმა, შეიძლება იყოს კვლავ ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩართულობით, ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, მმართველ გუნდს კონსტრქუციული პოზიცია და სტრატეგიული მზადყოფნა აქვს იმისთვის, რომ შეთანხმება მომავალში განიხილონ. თალაკვაძის თქმითვე, „კომუნიკაციას პარტიებთან წინ არაფერი უდგას“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა