პარიზში დღეიდან ერთთვიანი „ლოქდაუნი“ ამოქმედდება

პარიზსა და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 16 დეპარტამენტში დღეიდან „ლოქდაუნი“ ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მიიღო. პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის თქმით, ახალი შემთხვევების დაახლოებით 75%-ი ე.წ. „ბრიტანულ შტამზე“ მოდის. ”ეპიდემია მწვავდება. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ არ დავკარგოთ მასზე კონტროლი“, - აღნიშნა კასტექსმა.

მისივე თქმით, ოთხი კვირა არის დრო, რაც საჭიროა იმისთვის რომ მიღებულმა ზომებმა შედეგი გამოიღოს.

შეზღუდვების ფარგლებში იხურება სილამაზის სალონები, ტანსაცმლისა და ავეჯის მაღაზიები. სკოლები ღია რჩება და მოქალაქეებს გარეთ ვარჯიშის უფლება ექნებათ, თუმცა თავიანთი სახლებიდან 10 კილომეტრის რადიუსში.

საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 35 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საავადმყოფოებში რეანიმაციული განყოფილებები დატვირთვით მუშაობენ, განსაკუთრებით პარიზში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 400-ს შეადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა