მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა 13 პოლიციელი მოკლეს

მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა 13 პოლიციელი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჩასაფრებული პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, პოლიციას დილის საათებში, კოტეპეკ ჰარინასის მუნიციპალიტეტში დაესხნენ თავს, რომელიც დედაქალაქ მეხიკოდან სამხრეთ – დასავლეთით მდებარეობს.

მექსიკის ეროვნული გვარდიის მილიტარიზებული პოლიცია და შეიარაღებული ძალები დამნაშავეების ძებნის ოპერაციას ახორციელებენ.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი თავდამსხმელი დაიღუპა ან დაიჭრა დაპირისპირების დროს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა