ალაბამასა და მისისიპის შტატებს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს

აშშ-ის ალაბამასა და მისისიპის შტატებს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს. როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, ძლიერმა ჭექა-ქუხილმა ტორნადოები გამოიწვია. სტიქიამ მოგლიჯა ხეები, დააზიანა სახლები, ავტომობილები და სხვადასხვა დაწესებულებები. ალაბამას უნივერსიტეტის სტუდენტებმა სპეციალურ თავშესაფარს შეაფარეს თავი.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შტორმის პროგნოზირების ცენტრმა 152 შეტყობინება დააფიქსირა ცუდი ამინდის შესახებ, მათ შორის 24 შეტყობინება იყო ტორნადოს შესახებ, რომელთაგან ზოგიერთმა ალაბამასა და მისისიპის შტატებში სახლებში და ბიზნესობიექტების სერიოზული დაზიანება გამოიწვია.

ადგილობრივი სამსახურები მომდევნო დღეების განმავლობაში სტიქიით მიყენებულ ზარალს შეისწავლიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა