აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ახალი ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი გახდა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ახალი ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი გახდა. ბერნსი გამოცდილი დიპლომატია, რომელიც რუსეთში აშშ-ის ელჩად მსახურობდა.

უილიამ ბერნსმა დიპლომატიურ სამსახურში 30 წელი გაატარა. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს ის იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილე. წარსულში რუსეთის შესახებ ბერნსმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის კარგავს გავლენას მრავალი მიმართულებით, მაინც რჩება დესტრუქციულ ძალად და პოტენციურ საფრთხედ.

თანამდებობაზე მის დანიშვნას მხარი სენატმა მას შემდეგ დაუჭირა, რაც „რესპუბიკელმა“ სენატორმა ტეხასის შტატიდან ტედ კრუზმა მისი დანიშვნის თაობაზე წინააღმდეგობა შეწყვიტა. ტედ კრუზი ბერნსის ამ თანამდებობაზე დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდა და ამ გზით ცდილობდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაზე ზეწოლა მოეხდინა, რათა მას რუსულ-ერმანული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები დაეწესებინა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბერნსის კანდიდატურა პოსტზე იანვარში წარადგინა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა