დავით ბერძენიშვილი - ამ უვიცებს ჰგონიათ, რომ მორჩა, ამოისუნთქეს - აშშ-ის სენატი რომ შეუღრენს, ევროპარლამენტი ჯგუფს შექმნის, დანიელსონი რომ დაშოკეს და მიშელი გადარიეს, ადეკვატურად ვერ აფასებენ

ამ უვიცებს ჰგონიათ, რომ მორჩა, ამოისუნთქეს... 23 მარტს რომ აშშ-ის სენატი შეუღრენს, აშშ-ის დელეგაციაც რომ ჩამოვა, ევროპარლამენტი საქართველოს ჯგუფს რომ შექმნის, დანიელსონი რომ დაშოკეს და მიშელი რომ გადარიეს, ადეკვატურად კი ვერ აფასებენ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ჯერ არაფერია დამთავრებული, რადგან ევროკავშირისთვის საქართველო საჭირო პარტნიორია.

„ძალიან კი არ გამიკვირდა, საღი აზრის დეფიციტის გამო, ხელისუფლების ეს სიგიჟე. და მაინც... სულ არ ჰქონიათ აზრი, სულ. ადამიანები მძევლებად აიყვანეს. ჩვენ ვეუბნებით - მძევლების გამოშვების გარეშე შეუძლებელია ჩვენი მხრიდან კომპრომისი. გამოშვების პირობებში ჯანდაბას, რაკი წართმეულ, მოპარულ არჩევნებს 2022-მდე ვერ ვიბრუნებთ, რაიმე ფორმით საკმაოდ შორეულ ვადებზე შევთანხმდეთ-თქო და მომდევნო არჩევნების ვადებზე კი არ გვევაჭრნენ, უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანებზეც შეგვეშვითო, სხვებსაც დავიჭერთ, რამე რომ იყოსო.

ამ უვიცებს ჰგონიათ, რომ მორჩა, ამოისუნთქეს...23 მარტს რომ აშშ სენატი შეუღრენს, აშშ დელეგაციაც რომ ჩამოვა, ევროპარლამენტი საქართველოს ჯგუფს რომ შექმნის, დანიელსონი რომ დაშოკეს და მიშელი რომ გადარიეს, ადეკვატურად კი ვერ აფასებენ. სტოლტენბერგმა ღარიბაშვილს საჯაროდ ბრიფინგზე უთხრა, აზრზე მოდიო, არ აურიო, რომ დაბრუნდებიო... ბაიდენი პუტინს მკვლელს ეძახის. არსებითად იცვლება რუსეთისადმი დამოკიდებულება ამ ადმინისტრაციის პირობებში. საგარეო პოლიტიკის მიმართულებებში სახელმწიფო მდივანმა ირანთან და ჩინეთთან ერთად ამერიკის მთავარ მოწინააღმდეგეთა სამეულში შეიყვანა რუსეთი. რა ობამას გადატვირთვა და არათანმიმდევრული ტრამპის პუტინთან პერიოდული სიამტკბილობა?

ათასობით კილომეტრზე ზევით/ ქვევით, მარჯვნივ/ მარცხნივ დასავლეთს საქართველოს მეტი მეგობარი არა ჰყავს, დახედეთ რუკას.....შავ ზღვაზე უსაფრთხოებაზე, რუსეთის აგრესიაზე ლაპარაკობს ნატოს გენმდივანი და ღარიბაშვილი აზრზე არაა, რას ეუბნებიან..!“- განაცხადა ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროგრესი 6 პუნქტიდან მხოლოდ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით იქნა მიღწეული.

როგორც დანიელსონმა ხანგრძლივი აუდიენციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რამდენიმე საკითხზე ნაკლები პროგრესი იყო.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული