გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი პანდემიასთან დაკავშირებული ზოგიერთი შეზღუდვის ხელახლა დაწესებას არ გამორიცხავს

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, შესაძლოა, ზოგიერთი უკვე მოხსნილი შეზღუდვის ხელახლა დაწესება გახდეს საჭირო.

„დაინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო, მომდევნო კვირების განმავლობაში ქვეყნის კიდევ უფრო გახსნისკენ ნაბიჯები, შეიძლება, ვეღარ გადავდგათ. პირიქით, შეიძლება უკან დახევაც მოგვიწიოს,“- აღნიშნა გერმანიის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, გერმანიამ, დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება განაახლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო