რუსეთში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებას 3 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ ხიმკიში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან მამაკაცი და ორი ბავშვი. კიდევ ოთხი ადამიანი კი - დაშავებულია.

ცნობისათვის, წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ინციდენტის შედეგად დაზიანებულია კორპუსის რამდენიმე ბინა.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული