ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ორგანიზების ეპიზოდზე გამართლდა, თუმცა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ორგანიზების ეპიზოდზე გამართლდა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა განუცხადა. თუმცა, პროკურორის თქმითვე, ტატიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ მხოლოდ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები მოისმინდა და ადგილზე გამოაცხადა განაჩენი. რაც შეეხება გამამტყუნებელ განაჩენს, ბრალდების მხარეს ამის მოლოდინი გვქონდა, სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იყო მტკიცებულებები, დაიკითხა მოწმეები, მათ შორის დაზარალებულები, გამოკვლეული იყო ნივთმტკიცება, გამოკვლეული იყო ვიდეომასალა. მოცემულ შემთხვევაში, ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, მხოლოდ ერთი ბრალდებულის, გ.ტ.-ს შემთხვევაში გამართლდა ის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, თუმცა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაზე და ყველა ბრალდებულს სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რაც შეეხება, ვ.მ.-ს, ამ შემთხვევაში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ჩადენილი ჯგუფურად და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - განაცხადა ცალუღელაშვილმა.

გაასაჩივრებს თუ არა, პროკურატურა გიგა ტატიაშვილის მიმართ ძალადობის ორგანიზების ეპიზოდზე მის გამართლებას, როგორც ცალუღელაშვილი განმარტავს, ამას მას შემდეგ გადაწყვეტენ, რაც სასამართლოს დასაბუთებული განაჩენი ჩაბარდებათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა