აზერბაიჯანში კორონავირუსის 879 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 11 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 879 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 11 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 244 303 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 232 228 და დაღუპულია 3 325 ადამიანი.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით 18 იანვარს დაიწყო. პორტალ Koronavirusinfo.az-ზე გუშინ განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, საერთო ჯამში, 468 826 ადამიანს ჩაუტარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა