ანგელა მერკელი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მტკიცედ და ცალსახად მოახდინოს რეაგირება ყირიმის ანექსიაზე

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია უკრაინის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ის მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მერკელმა ამის შესახებ გერმანია-უკრაინის ბიზნეს ფორუმის გახსნისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში ტარდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და არის, რომ ევროკავშირმა მტკიცედ და ცალსახად მოახდინოს რეაგირება შვიდი წლის წინ მომხდარ ყირიმის ანექსიაზე და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტზე და რომ ევროკავშირი, სკეპტიკოსების მიუხედავად, გულმოდგინედ იცავს თავის პოზიციას და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს“, - განაცხადა მერკელმა.

კანცლერმა აქვე აღნიშნა, რომ უკრაინას უტყუარი პროგრესი აქვს რეფორმების მხრივ შესყიდვების სფეროში, ენერგეტიკულ სექტორში და ციფრულ საკითხებში, თუმცა სხვა სფეროებში ჯერ კიდევ გზა აქვთ გასავლელი. მან მაგალითად მოიყვანა კორფუციასთან ბრძოლა, სამართლებრივი საკითხები და მიწის რეფორმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო