დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი მზადაა, პუტინ-ბაიდენის მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს გაიმართოს

პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ საუბრის გამართვა შესაძლებელია პარასკევს ან ორშაბათს, კიდევ ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ნებისმიერი დრო, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისთვის მოსახერხებელი იქნება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯენ ფსაკის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯო ბაიდენი პარასკევს სამუშაო ვიზიტით ჯორჯიის შტატში უნდა გამგზავრებულიყო.

ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა განმარტა, რომ ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგას შესთავაზა ღია დისკუსია და არა დებატები.

„რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის არ შეიძლება დებატები გაიმართოს. რუსეთის ლიდერის წინადადება გულისხმობს ღია დიალოგს“, - განაცხადა პესკოვმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს