თამარ გაბუნია - ჩვენთვის მთავარი გზა არის ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი გაგრძელება, კვლავაც სამედიცინო პერსონალის აქტიური მონაწილეობით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის რისკის სრული გაცნობიერება შეუძლია ყველას, ვინც დღეს ამ პროცესში მონაწილეობს.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გეგმა ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი გაგრძელება და ამ საკითხებზე კომუნიკაციაა. მისი თქმით, ჯანდაცვის უწყებას კრიზისული კომუნიკაციის რეჟიმში უწევს მუშაობა.

„გეგმა არის კომუნიკაცია. ამ შემთხვევაში გვიწევს კრიზისული კომუნიკაციის რეჟიმში მუშაობა, რაც არის „ასტრაზენეკას“ სარგებლის შესახებ სრული ინფორმაციის გავრცელება. ამას გავავრცელებთ როგორც ჩვენ, ასევე პარტნიორი ორგანიზაციები. ყოველდღიურად მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით ბრიფინგები - ევროპის მარეგულირებელში გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში. ჩვენთვის მთავარი გზა არის ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი გაგრძელება, კვლავაც სამედიცინო პერსონალის აქტიური მონაწილეობით. ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი. რისკის სრული გაცნობიერება შეუძლია ყველას, ვინც დღეს ამ პროცესში მონაწილეობს, თუმცა სამომავლოდ, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე დაავადებათა ეროვნული ცენტრი გეგმავს მოსახლოებასთან უშუალო ახლო კონტაქტს, როდესაც მივალთ უკვე იმ ეტაპზე, როდესაც პროგრამა გადავა ასაკობრივი ჯგუფების მოცვაზე. ასევე „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვა ქვეყანაში და მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც უნდა მოხდეს. მთავარია, საკუთარი მაგალითის გაზიარება და ის, რომ მოსახლეობასთან მიტანილი ინფორმაცია იყოს ობიექტური“,- განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა