„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში ჩატარდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში იქნება შესაძლებელი.

როგორც გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, მრავალპროფილურ კლინიკებში იმის გამო, რომ იქ არის რეანიმაციული განყოფილება, ვაქცინაცია მეტად უსაფრთხოა.

„ვაქცინაცია გაგრძელდება და ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე გუშინ ექსპერტების რეკომენდაციით სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ისევე როგორც „ფაიზერის“ ვაქცინისთვის მომზადებული პროცესი გაგრძელდეს მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე.

გუშინ ყველა ჩარევა შესრულდა დროულად და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, პაციენტს იქვე ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ იმ რისკების გათვალსწინებით, რომ ანაფილაქციური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხოა ვაქცინაციის პროცესის მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელება. ამდენად, ყველა ის ჯავშანი, რომელიც ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ გაკეთებული ამბულატორიულ დაწესებულებებში დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში. 40 კლინიკაა, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება და ყველა იმ პირობასთან ერთად, რაც როგორც ამბულატორიებში, ასევე სტაციონარებში არის, ანაფილაქსიური რეაქციის სწრაფი მართვისთვის აქ არის კიდევ დამატებითი რეანიმაციული განყოფილება, რაც გვაძლევს გარანტიას, რომ ჩარევა იყოს დროული“, - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე ანაფილაქსიური შემთხვევების სტატისტიკაც წარმოადგინა და აღნიშნა, რომ საქართველოში ყოველწლიურად 40-60 შემთხვევა ფიქსირდება, შარშან კი იგივე მიზეზით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, ანაფილაქსიური შემთხვევები ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება. ბუნებრივია, ეს აქამდე არ უკავშირდებოდა კორონავირუსის ვაქცინას, რადგან ეს ახალი ვაქცინაა. დაახლოებით, 40-60 შემთხვევაა სტატისტიკაში აღწერილი. გარდაცვალების შემთხვევებიც არის დაფიქსირებული. გასულ წელს ანაფილაქსიით ორი გარდაცვალების შემთხვევაა აღრიცხული. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ეს შემთხვევა დაემთხვა კორონავირუსის ვაქცინაციას, რა პროცესსაც ახლა ვიწყებთ. გვესმის, რომ ეს გამოიწვევს კიდევ მეტ შიშს, მეტ უნდობლობას მოსახლეობისთვის. ამდენად, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სრული და ზუსტი ინფორმაცია მიიღოს როგორც ჩვენმა კოლეგებმა, ასევე სხვა მოქალაქეებმა იმისთვის, რომ მათ დაიბრუნონ რწმენა ვაქცინაციის სარგებელთან და მოსალოდნელ სიკეთესთან დაკავშირებით“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება აჭარაში ვაქცინაციის პროცესის გაგრძელებას, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ვაქცინაცია მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდება და რაიონულ დონეზე არავის აცრიან.

„აჭარაში ჩვენ გვქონდა შერჩეული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, როგორც მთავარი აცრის ცენტრი „ფაიზერის“ ვაქცინისთვის. „ასტრაზენეკას“ ვაქცინისთვის, ვაქცინაციის ჯგუფმა უპირატესობა მიანიჭა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის დაცვას. აჭარაში არის რაიონული დონის საავადმყოფოები, სადაც დაგეგმილი იყო ვაქცინაციის ჩატარება, თუმცა, გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ პერიფერიულ კლინიკებში, რაიონების დონეზე ვაქცინაცია აღარ ჩატარდება და პროცესი გაგრძელდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი და დიდი შესაძლებლობა, რომ ნაკადების დიდი რაოდენობა მართოს“, - განაცხადა გაბუნიამ.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო