ამირან გამყრელიძე - სხვა ალტერნატივა, რომ იმუნიზაცია არ გაგრძელდეს, ქვეყანაში არ არის - მინდა ისევ გთხოვოთ, ფართოდ ჩაერთოთ კამპანიაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციისთვის იმუნიზაცია უნდა გაგრძელდეს, რადგან მას სხვა ალტერნატივა არ აქვს.

ამირან გამყრელიძე 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

„ძალიან მძიმეა ყველასთვის, განსაკუთრებით ოჯახისთვის, იმ მხარისთვის, სადაც მეგი მოღვაწეობდა, მაგრამ სხვა ალტერნატივა, რომ არ გაგრძელდეს იმუნიზაცია, ქვეყანაში არ არის. ის უნდა გაგრძელდეს. მინდა ისევ გთხოვოთ, ფართოდ ჩაერთოთ კამპანიაში, ისე როგორც გუშინ, თვითონ მეგიმ მოუწოდა ტელევიზიით ხალხს, მედიკოსებს, რომ ჩაერთეთ კამპანიაში და მეტი აიცერით, იმიტომ, რომ რაც მეტი აიცრება ქვეყანაში მით უფრო დაზღვეული იქნება საზოგადოება, რომ ახალი ფატალური შედეგები არ გვექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა