რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი, კავშირის პრეზიდენტი, გია კანდელაკი და უხუცესი ლევან ახალმოსულიშვილი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასა და მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანში მცხოვრებ, ცხინვალიდან დევნილ პატარებს შეხვდნენ.

„სტუმრები დაინტერესდნენ დევნილი ბავშვების საყოფაცხოვრებო პირობებით, გაესაუბრნენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, დიმიტრი სანაკოევს, ადმინისტრაციის თანამშრომელს, დაჩი ჯაფარიძესა და სოფელ ერედვის გამგებელს, ოთარ ცოტნიაშვილს. შემდეგ კი პატარებს 40 ყუთი საბავშვო საჩუქარი და 160 ყუთი თბილი ტანსაცმელი გადასცეს. მასპინძლებმა რელიგიის სააგენტოსა და ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრის ბოლოს, პატარებმა იმპროვიზებული კონცერტი გამართეს. საქველმოქმედო აქციები გრძელდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა