საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. პრემიერს ინექცია ქალაქ სენ-მანდეს სამხედრო ჰოსპიტალში ჩაუტარდა, რომელიც ვალ-დე-მარნის დეპარტამენტში მდებარეობს.

კასტექსმა აცრის შემდეგ განაცხადა, რომ არაფერი უგრძვნია.

როგორც ცნობილია, ხუთშაბათის პრესკონფერენციაზე კასტექსმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება 19 მარტიდან განახლდეს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მას შემდეგ შეჩერდა, რაც ვაქცინასთან დაკაშირებულ გვერდით ეფექტებს უკავშირდებოდა.

პრემიერმა განაცხადა, რომ აპირებდა აცრას ამ ვაქცინით, რათა მისდამი ნდობა ეჩვენებინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა