ჯანმო - „ასტრაზენეკას“ ვაქცინის სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ვერ იპოვეს თრომბის კავშირი „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან და ვაქცინის სარგებელი აჭარბებს რისკებს. ამის შესახებ ჯანმო-ს განცხადებაშია ნათქვამი.

ექსპერტებმა მათ ხელთ არსებული კომპანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის სამეცნიერო მონაცემების ანალიზი ჩაატარეს და დაადასტურეს აზრი, რომ ვაქცინის სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკებს.

„არსებული მონაცემები არ მიუთითებს დიაგნოზების საერთო ზრდაზე, რომელიც დაკავშირებულია სისხლის შედედებასთან, ისეთების როგორებიცაა ღრმა ვენური თრომბოზი ან ფილტვების თრომბოემბოლია აცრის შედეგად. თრომბოემბოლიის მითითებული მონაცემები ვაქცინის გამოყენების შემდეგ შეესაბამება ამ მდგომარეობათა დიაგნოზების მოსალოდნელ რაოდენობას. ორივე დაავადება გვხვდება ბუნებრივი სახით და იშვიათობას არ წარმოადგენს. ისინი ასევე წარმოიქმნება კოვიდინფექციით დაინფიცირების შედეგად“, - ნათქვამია ჯანმო-ს ინფორმაციაში.

ექსპერტები ხაზგასმით აცხადებენ, რომ ის მონაცემები, რომლებიც ორივე დაავადების შემთხვევაში იკვეთება იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა