მამუკა ხაზარაძე - ვინმეს არ ეგონოს, რომ დანიელსონი წავიდა და უკან არ დაბრუნდება, ეს პროცესი გაგრძელდება და არა მხოლოდ ევროპიდან - შეერთებული შტატები ჩაერთვება საკმაოდ სერიოზულად

მე, პირადად ნამდვილად არ მოველოდი, რომ „ქართული ოცნება“ ასე ნაჯახით ჩაჩეხავდა იმ ძალიან დიდ ძალისხმევას და წინადადებას, რომელიც პრეზიდენტ შარლ მიშელის 6-პუნქტიანი გეგმის განხორციელება იყო და რასაც კრისტიან დანიელსონი ახორციელებდა,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებაზე საერთაშორისო წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

„რამდენიმე დღის წინ, როდესაც პირველი შეხვედრა გაიმართა დანიელსონის მედიატორობით, ძალიან დიდი იმედი გამოვთქვი, რომ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც ამ შეთანხმებაში იყო, ჩაშლილი იყო საკმაოდ დეტალურად და ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი კანონმდებლობისა და საერთოდ სისტემის ცვლილებას. ეს იყო შეთანხმების ნაწილი, რატომღაც დაჰყავთ ეს შეთანხმება მხოლოდ პოლიტპატიმრებზე და რიგგარეშე არჩევნებზე, მაგრამ იქ იყო საკმაოდ სერიოზული პუნქტები, რომლის შეცვლისა და ახალ რეალობაში გადატანის გარეშე ჩვენი ქვეყანა უბრალოდ ვერ განვითარდება, როგორც ნორმალური სახელმწიფო. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ამ მოლაპარაკებების დროს უბრალოდ გაქრა „ქართული ოცნების“ გამოისობით, დარჩა მხოლოდ ჰაერი, წყალი და ალბათ, ეს არის მათი ტაქტიკა, რაც, სამწუხაროა, ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ხვალინდელი დღისთვის“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია გააგრძელებს ყველა ფრონტზე მუშაობას, მათ შორის, ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება ქვეყნის პარტნიორებთან, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ ქვეყანას ამ კრიზისში მარტოს არ დატოვებენ.

„ვინმეს არ ეგონოს, რომ კრისტიან დანიელსონი წავიდა და უკან არ დაბრუნდება. ეს პროცესი გაგრძელდება, ეს ზეწოლა და პრესინგი გაგრძელდება ევროპიდან და არა მხოლოდ ევროპიდან. მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ შეერთებული შტატები ჩაერთვება საკმაოდ სერიოზულად, რომ მათ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ეს მდგომარეობა დასრულდეს. უბრალოდ, „ოცნება“ ვერ ითავისებს, რომ პროცესების გაწელვა მუშაობს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

პირდაპირ ჩაჩეხვა მიდის, პირდაპირ ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვის მცდელობა მიდის და აბსოლუტურად მიუღებელ ლექსიკონს ვისმენთ - ასე ქვეყანა ვერ განვითარდება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა