მამუკა ხაზარაძე - ეს დაანგრევს მოლაპარაკებას, თორემ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგონ ჩვენმა მოქალაქეებმა, რაზეა საუბარი, მაგრამ დადგება დრო, პირველ დოკუმენტსაც ნახავენ და იმასაც, რაც ბოლოს შემოვიდა

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დაადასტურა, რომ 6 პუნქტიდან ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელზეც შეთანხმება ვერ მოხდა, ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრებრების საკითხებს შორის იყო. „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ წამყვანის კითხვაზე, კონკრეტულად რომელი იყო ის საკითხი, რომელზეც შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, მამუკა ხაზარაძემ კონკრეტულად ერთი საკითხის გამოყოფისგან თავი შეიკავა.

„როდესაც მედიატორმა ეს დოკუმენტი დადო და თქვა, რომ ეს არის ჩემი დოკუმენტი, რომელსაც ვათანხმებ იქითა მხარეს და ვათანხმებ თქვენ მხარესო, მე გამოვედი და ასეთი რაღაც ვთქვი, რომ 6 პუნქტიდან 5,5-ზე შეთანხმება მიღწეულია. ასეთი ოპტიმიზმით გამოვედი და ამ პუნქტებიდან ამ საკითხებიდან გუშინდელი მოლაპარაკებებისას აბსოლუტურად არაფერი არ დარჩა.

ორი ერთ-ერთი ძირითადი საკითხი არის ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემა, მაგას გიდასტურებთ, მაგრამ რომელი იყო ამას არ აქვს მნიშვნელობა, ორი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ეგ. წარმოგიდგენიათ, რომ გუშინ რა დოკუმენტიც შემოვიდა და რაზეც იყო საუბარი, იქ არათუ დაახლოებაზე, საერთოდ სხვა რაღაცებზე იყო საუბარი. ეს დაანგრევს მთლიანად მოლაპარაკებას, თორემ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგონ ჩვენმა მოქალაქეებმა, რაზეა საუბარი, მაგრამ ფორმატია ასეთი და ისედაც ამის გასაჯაროება მთლიანად დაანგრევს ამ მოლაპარაკების პროცესს, მაგრამ დადგება დრო, რომ პირველ დოკუმენტსაც ნახავენ და იმ დოკუმენტსაც, რაც ბოლოს შემოვიდა,“- განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე განცხადებით, სანამ ქვეყანაში მოლაპარაკება და ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ დათმობაზე წასვლა ტრაგედიად ითვლება, საქართველო ვერ განვითარდება.

„სანამ საქართველოში მოლაპარაკება ჩაითვლება წაგებად და დამარცხებად, რაღაცაზე დათანხმება ქვეყნის გულისთვის და ქვეყნის ინტერესებისთვის, მიუხედავად იმისა, ჩვენ მოგვწონს თუ არა, მაგრამ კარგია ქვეყნისთვის, ჩაითვლება „ვაიმე პოზიცია დავთმედ“ და ეს იქნება ტრაგედიასთან გაიგივებული, ამ ქვეყანაში წინ ვერ წავალთ.

როცა ხარ ხელისუფლებაში და არა ხარ შენ გამაერთიანებელი ნიშნით და მოწოდება არ გაქვს, რომ ქვეყანა გააერთიანო, შენ თუ არ ასრულებ, როგორც მმართველი ძალა, გამაერთიანებლის ფუნქციას, ის უბრალოდ პოლიტიკური სცენიდან მიდის და ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ ეს ყველაფერი. ჩვენ დღეს გვჭირდება გაერთიანება და ამ ხალხს არ აქვს გაერთიანების სურვილი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა