თურქეთმა ქალთა უფლებების დაცვის ევროპული შეთანხმება დატოვა

თურქეთმა ქალთა უფლებების დაცვის მიზნით შექმნილი საერთაშორისო შეთანხმება დატოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

”ქალთა უფლებების დაცვის გარანტი ჩვენი შიდა კანონებით დაწესებული რეგულაციებია, პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია. ჩვენი სასამართლო სისტემა საკმარისად დინამიური და ძლიერია იმისათვის, რომ საჭიროებისამებრ შეასრულოს ახალი რეგულაციები ”, - წერს თურქეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი ზეჰრა ზუმრუტი Twitter- ზე.

ევროპის საბჭოს შეთანხმება მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას, დამნაშავეების სამართლებრივ დევნას და გენდერული თანასწორობისთვის ხელის შეწყობას. თურქეთმა ხელშეკრულებას 2011 წელს მოაწერა ხელი.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქალთა მიმართ ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ მთავრობა მის აღმოსაფხვრელად იმუშავებს, თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მისმა მთავრობამ ოჯახში ძალადობის აღსაკვეთად საკმარისად არ იმოქმედა.

Reuters-ი წერს, რომ თურქეთი ფემიციდის ოფიციალურ სტატისტიკას არ აწარმოებს, თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ქალების 38%-ი პარტნიორის მხრიდან ძალადობას განიცდის. ეს მაჩვენებელი ევროპაში დაახლოებით 25%-ია.

იხილეთ ვიდეო:თურქეთმა ქალთა უფლებების დაცვის ევროპული შეთანხმება დატოვა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს