ვულკანის ამოფრქვევის გამო ისლანდიის უდიდეს აეროპორტში ფრენები დროებით შეწყდა

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, დედაქალაქ რეიკიავიკთან დაახლოებით 40 კილომეტრში, დიდი ხნის მიძინებული ვულკანი ამოიფრქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის გამო კეფლავიკის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეჩერებულია. ამინდის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ამოფრქვევის შედეგად გამოწვეული ნაპრალის სიგრძე დაახლოებით 500 მეტრია. ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, ამოფრქვევის ტერიტორიასთან მიახლოვებისგან თავი შეიკავონ. ვულკანის ამოფრქვევის შესასწავლად ადგილზე სანაპირო დაცვის ვერტმფრენი გააგზავნეს.

იხილეთ ვიდეო:ვულკანის ამოფრქვევის გამო ისლანდიის უდიდეს აეროპორტში ფრენები დროებით შეწყდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა