Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 133 ქვეყანაში მიმდინარეობს, ამ დროისთვის 420 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 133 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად 420 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 10 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი - 118 მილიონზე მეტი ვაქცინირებული აშშ-შია, მე-2 ადგილს ჩინეთი იკავებს, სადაც 64.9 მილიონი ადამიანია აცრილი. აშშ-სა და ჩინეთს ევროკავშირი მოჰყვება 55 მილიონი ვაქცინირებულით.

“Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 49.7%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. ისრაელის გარდა ვაქცინაცია განსაკუთრებული სისწრაფით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაერთიანებულ სამეფოსა და ჩილეში მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო:Bloomberg - ყოველდღიურად ვაქცინაცია მსოფლიოში 10 მილიონამდე ადამიანს უტარდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა