ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდნენ

ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და გვარდიის სხვა ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.

„მათ სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ქართველ სამხედროებს საერთაშორისო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს ასევე საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, დიეგო კოლასმა და თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დანი პიტმა.

ეროვნული გვარდიის მეექვსე ნაკრები ოცეული ევროკავშირის საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა MOANA-MPOKO - ზე ასრულებდა. მათ მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა. ქვედანაყოფი როტაციის პრინციპით ასევე ეროვნული გვარდიის ნაკრებმა ოცეულმა ჩაანაცვლა. საქართველოში დაბრუნებამდე ქართველი მშვიდობისმყოფელები მისიის მეთურმა, ბრიგადის გენერალმა პაულო აბრეუმ მადლობის სიგელებითა და მედლით - სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის - დააჯილდოვა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს