წყალდიდობის გამო ავსტრალიაში 50 000-ზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობაა. სტიქიური უბედურება რამდენიმე დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექებმა განაპირობა. სტიქიურმა უბედურებამ ახალი სამხრეთ უელსის შტატში 30-ზე მეტი სახლი გაანადგურა, 50 000-ზე მეტ ოჯახს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მოსალოდნელი საფრთხის გამო ავსტრალიის ხელისუფლება მოსახლოებას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით, წყალმოვარდნის საფრთხე ახლა სიდნეის ემუქრება, რის გამოც ქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდებენ სახლში დარჩნენ და გარეთ გამოსვლისგან თავის შეიკავონ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა