გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 72% „ბრიტანულ ვარიანტზე“ მოდის

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 72% „ბრიტანულ ვარიანტზე“ მოდის, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ გუშინ განახლდა.

The Guardian-ი წერს, რომ ვაქცინის გამოყენების შეჩერების შემდეგ გერმანიაში ვაქცინირების მსურველების რაოდენობა მარტის დასაწყისთან შედარებით 2 პროცენტით, 71%-მდე შემცირდა.

ცნობისათვის, გერმანიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 16 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 645 783-მდე გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 207 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 74 565-ს მიაღწია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს