ევროკომისიის პრეზიდენტი - ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დაგეგმილი ექსპორტი ავკრძალოთ

ევროკავშირმა, შესაძლოა, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ექსპორტი შეაჩეროს, თუ ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებულ ვალდებულებას არ შეასრულებს, - შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა.

"ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავკრძალოთ დაგეგმილი ექსპორტი. ეს არის გზავნილი „ასტრაზენეკასთვის“: სხვა ქვეყნებისთვის მიწოდების დაწყებამდე, თქვენ ასრულებთ ევროპასთან გაფორმებული კონტრაქტის პირობებს", - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, კომპანიამ 2021 წლის პირველ კვარტალში დაპირებული დოზების მხოლოდ 30%-ის მიწოდება განახორციელა.

„ბრიტანელებისგან არაფერი მიგვიღია, მაშინ როცა ჩვენ მათ ვაქცინებს ვაწვდით,“- აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირიდან მსოფლიოს 33 ქვეყანაში ვაქცინის მინიმუმ 41 მილიონი დოზაა ექსპორტირებული, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკში ვაქცინების მარაგების დეფიციტია.

„არ შემიძლია, ევროპის მოქალაქეებს ავუხსნა, რატომ ვახორციელებთ ვაქცინების მილიონობით დოზის ექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც თავად აწარმოებენ ვაქცინებს და რომელთაგანაც უკან არაფერს ვიღებთ,“- განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა