Qantas-ის დირექტორი სხვა ავიაკომპანიებს მოუწოდებს მხოლოდ ვაქცინირებულ მგზავრებს მოემსახურონ

ავსტრალიური ავიაკომპანიის Qantas-ის აღმასრულებელი დირექტორი ალან ჯოისი სხვა ავიაკომპანიებს მოუწოდებს მხოლოდ ვაქცინირებულ მგზავრებს მოემსახურონ.

მისი თქმით, ვაქცინაციის დოკუმენტის წარდგენა მსოფლიოს მასშტაბით სავალდებულო რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს, რათა ავიაცია პანდემიამდელ მდგომარეობას ეტაპობრივად დაუბრუნდეს.

ალან ჯოისი აცხადებს, რომ მთავრობების უმეტესობა ქვეყანაში შესვლის აუცილებელ პირობად იმუნიზაციას ასახელებს, რაც არასაკმარისია და ავიაკომპანიებსაც უნდა გააჩნდეთ საკუთარი პოლიტიკა და ბილეთები არ გაყიდონ ისეთ მგზავრებზე, რომელთაც ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ. „ჩვენ მგზავრებზე ზრუნვის უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, თვითმფრინავში მყოფი თითოეული ადამიანი დაცული უნდა იყოს. ჩვენი კვლევის მიხედვით მგზავრთა 90% ამ იდეას მხარს უჭერს“, -განაცხადა Qantas-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა