სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ- 19-ს 16 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 183 713 შემთხვევაა დადასტურებული.
სომხეთში დღემდე ვირუსს 3 348 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 168 289-ია.