სალომე სამადაშვილი - მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ მედიატორები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ პროცესი გაგრძელდეს

მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ მედიატორები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მედიაციის პროცესი გაგრძელდეს,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე იმსჯელებენ, ასევე გამორიცხული არ არის, რომ შარლ მიშელის მოხსენება მოისმინონ ევროპული საბჭოს სხდომაზე, რის შემდეგაც ისინი გააკეთებენ საკუთარ შეფასებას, გაგრძელდეს თუ არა მედიაციის პროცესი.

„მომავალ კვირას შედგება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა ბრიუსელში, სადაც იმსჯელებენ იმაზე, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის თავლსაზრისით.

ასევე, იგეგმება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურები შეიკრიბებიან და ჯერ არ ვიცით ზუსტად, მაგრამ შესაძლოა, იქაც გაჟღერდეს საქართველოს პრობლემატიკა და მიშელის მოხსენება მოისმინონ.

ვფიქრობ, ამის შემდეგ უკვე ევროპული მხარე საკუთარ შეფასებებს გააკეთებს, აპირებენ თუ არა გააგრძელონ ეს მედიაციის პროცესი ან როგორ ესახებათ ეს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ კონსულტაციები თუ მედიატორები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მედიაციის პროცესი გაგრძელდეს, ჩვენი მხრიდან, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მტკიცე პოზიცია გვაქვს, ვიცით, რომ ხლეისუფლება ადვილად არ წამოვა დათმობაზე, ჩვენი ევროპელი კოლეგების წინადადების შემთხვევაში გავაგრძელებთ მათთან მუშაობას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილი ელოდება, რომ საერთაშორისო წნეხი ხელისუფლებაზე გაძლიერდება.

მისივე თქმით, სწორი მიდგომა იქნება, თუ ხელისუფლებას მიეცემა რეკომენდაცია, რომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც მედიაციის პროცესს წაადგება. სამადაშვილი ასეთ ნაბიჯად პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტას მოიაზრებს.

„ვფიქრობ, ევროკავშირის მხრიდან ამ ეტაპისთვის შემდეგი ნაბიჯი იქნება ხელისუფლებასთან მიმართებაში უფრო მკვეთრი პოზიციების დაფიქსირება, რადგან მათ ვფიქრობ, კარგად დაინახეს და ადეკვატური შეფასება მისცეს იმას, რომ რეალურად მოლაპარაკების პროცესი ჩიხში შეიყვანა ხელისუფლებამ და წნეხის გაზრდის პარალელურად ვფიქრობ, მათ ექნებათ სურვილი, რომ მედიაციის პროცესი გაგრძელდეს და ამავე დროს, სწორი მიდგომა იქნებოდა მათი მხრიდანაც და ეს გამოადგებოდა მედიაციის პროცესს, თუ ხელისუფლებას მიეცემოდა რეკომენდაცია, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ განახლებული მედიაციის პროცესი იყოს უფრო შედეგიანი, ვიდრე ეს პირველ ჯერზე აღმოჩნდა.

ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, რომელიც გააჩენს განცდას, რომ მათ შეთანხმება სურთ, რადგან ხელისუფლების ხელშია ეს ბერკეტები, მაგალითად პოლიტპატიმრების თემასთან დაკავშირებით. ეს შექმნიდა განწყობას, რომ მას რეალურად აქვს სურვილი, რომ ეს შეთანხმება შედგეს და მათ შესაბამისად გადახედეს საკუთარ პოზიციებს, რადგან თუ მათ საკუთარი პოზიციებისთვის არ გადაუხედავთ, მაშინ ცხადია, რომ ვერანაირი მედიაციის პროცესი შედეგს ვერ მოიტანს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა