პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებს უერთდება

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება, რომლის წლევანდელი ლოზუნგია, „ჩვენ ვაკავშირებთ“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი სიმონ პეტრიდისი საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო.

სიმონ პეტრიდისი, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ასევე, ორბელიანის მოედანზე დაგეგმილ „ჭრელ ბაზრობაში“, რომელიც უამინდობის გამო, 21 მარტის ნაცვლად 28 მარტს გაიმართება.

როგორც სიმონ პეტრიდისმა აღნიშნა, წელს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციასთან ერთად, არაერთ საინტერესო პროექტს გეგმავს და ამ მიზნით სამუშაო შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დაგეგმილია.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. მისი მიზანი დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა