ვლადიმერ პუტინი - ყირიმის შემოერთება ისტორიული მოვლენაა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფიქრობს, რომ რუსეთის აღდგენა, როგორც ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფოსი, უკანასკნელი ორი ათწლეულის მთავარი მოვლენაა. ამის შესახებ პუტინმა გადაცემაში „მოსკოვი. კრემლი. პუტინი“ განაცხადა.

ამასთან, „ყირიმის რუსეთთან მიერთებას“ კრემლის ლიდერმა „ისტორიული მოვლენა უწოდა, რომელიც, ადასტურებს სახელმწიფოს შიგნიდან გაძლიერებას“.

„სამწუხაროდ, 1990-იანების ბოლოს ძალიან საშიშ ზღვარს მივუახლოვდით, რის გამოც ყველაფერი იყო მოსალოდნელი, მაგრამ ჩვენ, მოთმინებისა და ჩვენი ხალხის მამაცობის წყალობით - ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ - უბრალო ბიჭების, ჯარისკაცების წყალობით, რომლებიც ძალიან დიდი ტერორისტული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, მათ შორის ჩრდილო კავკასიაში, შევძელით ამ სირთულეების გადალახვა, ქვეყნის შენარჩუნება და აღდგენა და შემდეგ უკვე ეკონომიკის აღდგენა... რაც შეეხება ყირიმისა და სევასტოპოლის დაბრუნებას, როგორც თავის დროზე ვამბობდი, „მშობლიურ ნავსაყუდელში“, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან ნათელი მოვლენა, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ისტორიული მოვლენა და ეს არის შედეგი ჩვენი სახელმწიფოს შიგნიდან გაძლიერების“, - აცხადებს პუტინი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს