ევროკავშირის სამიტი ვირტუალურ ფორმატში 25-26 მარტს გაიმართება

25-26 მარტისთვის დანიშნული ევროკავშირის მეთაურთა სამიტი, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ეს იქნება 2020 წლის შუა პერიოდის შემდეგ პირველი შეხვედრა, რომელიც მსგავსი სახით ჩატარდება.

მანამდე, ევროკავშირის სამიტის გამართვა ჩვეულებრივი ფორმატით ბრიუსელში იგეგმებოდა.

სამიტის დღის წესრიგშია პანდემიასთან ბრძოლა და ვაქცინაციის კამპანიის დაჩქარება. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეები აპირებენ განიხილონ რუსეთთან და თურქეთთან შემდგომი ურთიერთობები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს