საბა ბუაძე - დიდი ტრაგედიაა, როცა ამხელა ღირსებისა და სამოქალაქო გმირობის შემდეგ, არ შეგვიძლია საკადრისი პატივი მივაგოთ დათა ვანიშვილის ხსოვნას

ხურვალეთში "ლელოს" ლიდერები და წევრები დათა ვანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.

მათ სამოქალაქო ატივისტებთან და პოლიტიკოსებთან ერთად საოკუპაციო ხაზზე პატივი მიაგეს დათა ვანიშვილის ხსოვნას.

"დღეს ხურვალეთში ჩავედით, რომ პატივი მიგვეგი დათა ვანიშვილის ხსოვნისთვის, რომელმაც აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანი ებრძოლო ოკუპაციას და უსამართლობას. მაშინ, როცა საოკუპაციო ხაზი, მავთულხლართები შენს კარმიდამოზე გადის და შენ აჩვენებ სიმამაცის და პატრიოტიზმის მაგალითს. უსაზღვროდ დიდი ტრაგედიაა, როცა ამხელა ღირსებისა და სამოქალაქო გმირობის შემდეგ, არ შეგვიძლია საკადრისი პატივი მივაგოთ დათა ვანიშვილის ხსოვნას", - აღნიშნა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. მას 22 მარტს დაკრძალავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა