ჯო ბაიდენი - თურქეთის გასვლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კონვენციიდან იმედგამაცრუებელი ნაბიჯია

თურქეთის მოულოდნელი და თვითნებური გასვლა ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისკენ მიმარული ევროპის საბჭოს კონვენციიდან, რომელიც უფრო "სტამბოლის კონვენციის" სახელითაა ცნობილი, ძალზე იმედგამაცრუებელია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, თურქეთის გადაწყვეტილება ქალთა მიმართ ძალადობის დასრულების გზაზე უკანგადაგმული ნაბიჯია.

„ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევების მატებას მთელს მსოფლიოში ვხედავთ, მათ შორის გვესმის ინფორმაცია თურქეთში ფემიციდის ზრდის შესახებ, ქვეყანაში, რომელიმაც პირველმა მოაწერა კონვენციას ხელი. ქვეყნები უნდა მუშაობდნენ ქალთა მიმართ ძალადობის შეწყვეტის მიზნით თავიანთი ვალდებულებების განმტკიცებისა და განახლებისათვის და არათუ უარყონ საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას და მოძალადეების პასუხისგებაში მიცემას. ეს ქალთა მიმართ ძალადობის დასრულების გზაზე საერთაშორისო მოძრაობისთვის უკანგადაგმული ნაბიჯია,“- ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შაბათს გამოსცა განკარგულება "სტამბოლის კონვენციის" რატიფიცირების გაუქმების შესახებ. აღსანიშნავია, რომ 10 წლის წინ თურქეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ამ ევროპულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. "სტამბოლის კონვენციის" დატოვების შესახებ პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილება თურქეთის ქალაქებში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენი - თურქეთის გასვლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კონვენციიდან იმედგამაცრუებელი ნაბიჯია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს