ბრისტოლში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა

ინგლისის ქალაქ ბრისტოლში, სადაც ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს, რომელიც პოლიციას საპროტესტო აქციების შეზღუდვებისთვის დამატებით ძალაუფლებას ანიჭებს, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ძალადობაში გადაზრდილ საპროტესტო აქციაზე ორი სამართალდამცავი მძიმედ დაშავდა. დამწვარია პოლიციის ორი ავტომობილი.

დემონსტრანტების ნაწილმა სამართალდამცავებს პიროტექნიკა დაუშინა, პოლიციის ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდა და პოლიციის შენობის კედლები დააზიანა.

მომხდარს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი პრიტი პატელი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრისტოლში მომხდარი ფაქტები მიუღებელია.

„კრიმინალურ ძალადობასა და უწესრიგობას არ შევეგუებით,“- აღნიშნა მინისტრმა.

ბრისტოლის ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, უახლოეს მომავალში ყველა დამნაშავის იდენტიფიცირება მოხდება და ისინი კანონის წინაშე პასუხს აგებენ.

იხილეთ ვიდეო:ბრისტოლში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა