ჟაირ ბოლსონარუ გუბერნატორებსა და მერებს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესების გამო „ტირანებს“ უწოდებს

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ გუბერნატორებსა და მერებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების დაწესების გამო „ტირანებს“ უწოდებს.

"თუ ვინმე თვლის, რომ უარს ვიტყვით თავისუფლებაზე, ცდებიან. ზოგიერთი ტირანი ცდილობს, შეზღუდოს თქვენი თავისუფლება, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები თქვენს თავისუფლებას და დემოკრატიას დაიცავს,“- განაცხადა ჟაირ ბოლსონარუმ მხარდამჭერებთან, საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.

მისი მტკიცებით, „ლოქდაუნის“ დაწესებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი ვირუსზე უარესია.

ცნობისათვის, ბრაზილიაში კოვიდ 19-ს 294 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის 27 შტატიდან 25-ში რეანიმაციულ განყოფილებებში ადგილების 80 %-ზე მეტი შევსებულია.

იხილეთ ვიდეო:ბრაზილიის პრეზიდენტი გუბერნატორებსა და მერებს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესების გამო "ტირანებს" უწოდებს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა