სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 22 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ქვემო ვეძისის დასახლების, გაგარინის, იმედაშვილის, აკაკი გახოკიძის, ზოვრეთის, სოკრატ არშბას, ლვოვის, გაბრიელ ისაკაძის, გოთუას, ონიაშვილის, არდაზიანის, ილია ოდიშელიძის, კანდელაკის, ოდესის, მგალობლიშვილის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, შარტავას, ოჩამჩირის, ზემო ვეძისის, სახოკიას, ანაგის, ყუშიტაშვილის, ვაზისუბნის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა ფშაველას გამზირის, შალვა ნუცუბიძის, მიხეილ ასათიანის, ზემო დელისის, პეტრე ქავთარაძის, გაბაშვილის, მიხეილ თამარაშვილის, გივი კარტოზიას, მეფე მირიანის, ბახტრიონის, კუტუზოვის, საბურთალოს, გამრეკელის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბახტრიონის ქუჩის (ნაწილობრვივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II, III, IV კვარტლების, კაკი ბაქრაძის, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, გაზის დასახლების, კაჭარავას, ჯანჯღავას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის და გლდანულას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ღრმაღელის, მუხრანის, სანზონას, ვანათის, ანაპის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ­­­­­კახეთის გზატკეცილი, საქნავთობის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ვარკეთილის მეურნეობის და თამრო ვაშლოვნელის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, ვაზისუბნის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, აეროდრომის დასახლების I, III ქუჩების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გაბაშვილის, ირინა შტენბერგის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ზაქარია მხარგრძელის, ზანდუკელის, ანდღულაძის, ჯიქიას, ქობულაძის, იოსებ და ლეონ ორბელების, ჩიჩუას, ხარაბაძის, ალექსანდრე წულუკიძის, ზურაბ ბეგიაშვილის, დავით კვაჭანტირაძის, კირიაკ ზავრიევის, კაკაბეთის, წალენჯიხის, კოპცოვის, მესხეთის, ტატიშვილის, ბუკისციხის და თამრო ვაშლოვნელის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კონსტიტუციის და ნინოშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის, ფიროსმანის და გოგი დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბაშალეიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა