ამსტერდამში, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ არასანქცირებულ აქციაზე 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ამსტერდამში, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამარულ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 150-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის დასაშლელად სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.

მათი განმარტებით, აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ და არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ.

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ნიდერლანდების დედაქალაქში 20 მარტსაც გაიმართა და პოლიციამ 58 ადამიანი დააკავა, თუმცა მოგვიანებით ყველა მათგანი გაათავისუფლა. ნიდერლანდების დედაქალაქში საპროტესტო აქციები იანვრის ბოლოდან, ე.წ. „ღამის კომენდანტის საათის“ დაწესების შემდეგ, ხშირად იმართება.

იხილეთ ვიდეო:ამსტერდამში, შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ არასანქცირებულ აქციაზე 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა