ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი განვითარებად ქვეყნებს ვაქცინებით ჯერჯერობით ვერ დაეხმარება

ევროკავშირი მზად არ არის, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები განვითარებად ქვეყნებს გაუნაწილოს, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, ბლოკი ვაქცინებს სხვა ქვეყნებს მანამ არ გაუნაწილებს, სანამ ევროკავშირში ვაქცინების წარმოების კუთხით მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

„წევრი ქვეყნები საკმაოდ დიდ წნეხს განიცდიან იმისთვის, რომ თავად მიიღონ ვაქცინა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „კოვაქსის“ ინიციატივის მხარდაჭერას, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს იმას, რომ განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინების ხელმისაწვდომი იყოს.

„ევროკავშირმა ამ ინიციატივაში 2.2 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. „კოვაქსმა“ 52 ქვეყანას ვაქცინის 30 მილიონი დოზა უკვე მიაწოდა,” - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა