ნიკოლ ფაშინიანი - არტაკ დავთიანი სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დანიშნულად ითვლება

არტაკ დავთიანი, კანონის შესაბამისად, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დანიშნულად ითვლება, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, პრემიერ-მინისტრმა დავთიანის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით წინადადება, განკარგულების პროექტთან ერთად, პრეზიდენტს 10 მარტს გაუგზავნა. აღნიშნული პროექტი, თანდართული შენიშვნებით, 11 მარტს პრემიერის ოფისს პრეზიდენტისგან უკან დაუბრუნდა, თუმცა პრემიერმა შენიშვნები არ მიიღო, რის შესახებაც პრეზიდენტს წერილი, შესაბამისი არგუმენტებით, იმავე დღესვე გაეგზავნა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პრემიერ -მინისტრის მიერ წარდგენილ პროექტს და არ მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კანონით დადგენილ ვადებში, არტაკ დავთიანი, კანონის შესაბამისად, ორშაბათის მდგომარეობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოსტზე დანიშნულად ითვლება.

იხილეთ ვიდეო:ნიკოლ ფაშინიანი - არტაკ დავთიანი სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დანიშნულად ითვლება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს