„ასტრაზენეკა“ - აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ ვაქცინის 79%-იანი ეფექტურობა აჩვენა, თრომბის წარმოქნის გაზრდილი რისკი კი არ აჩვენა

„ასტრაზენეკასა“ და „ოქსფორდის უნივერსიტეტის“ ვაქცინამ აშშ-ში ჩატარებულ კვლევაში სიმპტომური დაავადების პრევენციის კუთხით 79% –იანი ეფექტურობა აჩვენა, - ამის შესახებ კომპანია „ასტრაზენეკამ“ განაცხადა.

ამასთან, ფარმაცევტული კომპანიის ცნობით, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ვაქცინა დაავადების მძიმე და კრიტიკული ფორმების წინააღმდეგ 100%-ით ეფექტურია.

„ასტრაზენეკაში“ ასევე აცხადებენ, რომ უსაფრთხოების დამოუკიდებელმა კომიტეტმა აშშ-ში ჩატარებული კვლევის ფარგლებში თრომბისა და ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის წარმოქმნასთან დაკავშირებული შემოწმებაც ჩაატარა და დაადგინა, რომ კვლევაში მონაწილე 21 583 მონაწილეში, რომლებსაც ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა გაუკეთდა, თრომბოზის ან მისთვის დამახასიათებელი მოვლენების რისკი არ გაზრდილა.

კომპანიის ცნობით, კვლევის შედეგად არც ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

იხილეთ ვიდეო:"ასტრაზენეკა" - აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ ვაქცინის 79%-იანი ეფექტურობა აჩვენა, თრომბის წარმოქმნის გაზრდილი რისკი კი არ აჩვენა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა