რუსეთში კორონავირუსის 9 284 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 361 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 9 284 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 466 153-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 361 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 95 391-მდე გაიზარდა.

რუსეთში, ვირუსისგან კიდევ 7 790 პაციენტი განიკურნა და გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 4 077 185-მდე გაიზარდა. კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა