ნინო ლაცაბიძე - დროა თითოეული რუსთაველი გავხდეთ ეკო მოხალისე, გვინდა, ახალგაზრდებში, ეკოლოგიის პოპულარიზაცია მოვახდინოთ

დროა თითოეული რუსთაველი გავხდეთ ეკო მოხალისე, გვინდა, ახალგაზრდებში, მომავალ თაობაში, ეკოლოგიის პოპულარიზაცია მოვახდინოთ”,- ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

როგორც ნინო ლაცაბიძე აცხადებს, ეკოლოგიასა და ბუნებაზე ზრუნვა ყველას ვალდებულებაა.

„დროა თითოეული რუსთაველი გავხდეთ ეკო მოხალისე, ჩვენ დავაფუძნეთ ,,ეკო-კლუბი“, რომლის მიზანია ახალგაზრდების გაერთიანება, ქალაქის ეკოლოგიაზე ერთად ზრუნვა. არამარტო ახალგაზრდების, ყველას, ვისაც გაწევრიანების სურვილი აქვს თავისუფლად შეუძლია შემოუერთდეს ამ პლატფორმას, გავერთიანდეთ როგორც ,,ეკო-მეგობარი“ და,,ეკო მოხალისე“, ვინაიდან ეკოლოგიასა და ბუნებაზე ზრუნვა ჩვენი ყველას ვალდებულებაა. ჩვენ გახსნით პრეზენტაციაზე მოვიწვიეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელიც ,,ეკო მეგობარი” გახდა. ჩვენ ყველამ ერთად თითო ხე დავრგეთ.

ამ წამოწყებით გვინდა, ახალგაზრდებში მომავალ თაობაში, ეკოლოგიის პოპულარიზაცია მოვახდინოთ, „ეკო კლუბის“ გარშემო გავაერთიანოთ არა მარტო ახალგაზრდები, სრულიად ჩვენი საზოგადოება, განურჩევლად პროფესიისა. ეს საკითხი გვეხება აბსოლუტურად ყველას. იმედი გვაქვს, ეს წამოწყება იქნება გამაერთიანებელი და გარკვეულ შედეგს მოგვიტანს სამომავლოდ“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

ცნობისთვის, რუსთავში ,,ეკო კლუბი” შეიქმნა. საიტზე www.ecorustavi.ge ყველას შეეძლება გაწევრიანება, სადაც მითითებული იქნება კლუბის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები ბუნების დაცვის მიმართულებით. საიტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ჯანსაღი გარემოს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის აღდგენა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა